ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ამნისტია გაცილებით მეტ მუხლზე უნდა გავრცელდეს და მეტ პატიმარს უნდა შეეხოს, რომლებიც წლებია, ჰუმანურ აქტს ელოდებიან.
კანონმდებლები ამნისტიის კანონპროექტზე დღეს რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. კანონის პროექტი, საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს. დეპუტატები, მესამე, ბოლო მოსმენით, მას საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.