ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღაზაში ისრაელის თავდასხმას ბოლო 24 საათში, 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის იერიშების შედეგად, ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა.
ღაზაში მოსახლეობას იძულებით გადაადგილება მუდმივად უწევს - წერია გაეროს დევნილების სააგენტოს სპეციალურ ანგარიშში. ომს კი დასასრული არ უჩანს.
ისრაელის პრემიერ- მინისტრის განცხადებით დოჰაში, ყატარისა და ეგვიპტის შუამავლობით "ჰამასთან" გამართული მოლაპარაკებების ეს ეტაპი უშედეგოდ დასრულდა.