სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მიზანს, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების, ასევე შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული გზების განხილვა წარმოადგენდა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მათი აქტიური ჩართულობისთვის.