დედაქალაქის მერი კახა კალაძე კალოუბნის ქუჩაზე მიმდინარე ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტს გაეცნო. ამ მისამართზე ოთხსართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად ათსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა მიმდინარეობს.
კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, მეშვიდე სართულზე მიმდინარეობს ელექტროგაყვანილობის მოწყობა, გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების მონტაჟი.
ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90 ბინიანია, მათგან 36 მესაკუთრეებს გარემონტებული გადაეცემა.