მოგზაურობის დროს ავტომობილით გადაადგილება მხოლოდ კომფორტს კი არა, უდიდეს თავისუფლებას ნიშნავს – თავად შეგიძლია მართო საკუთარი დრო და მარშრუტები, მიიღო სპონტანური გადაწყვეტილებები და შეცვალო გეგმები. თუკი ავტომობილების ფართო არჩევანიც გაქვს და შესაძლებლობა ტრანსპორტის ტიპი შენს საჭიროებებს მოარგო, მაშინ ნამდვილად შეძლებ, შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად აქციო. მანქანების გაქირავების კომპანია Star Car მომხმარებლებს სწორედ ამგვარი გამოცდილების მიღებაში ეხმარება, რასაც მრავალფეროვანი ავტოპარკით, ტექნიკურად გამართული ავტომობილებით, ხელმისაწვდომი ფასებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით მარტივად ახერხებს.
ავტომობილების მრავალფეროვანი არჩევანი
საშუალო, ბიზნეს და ეკონომ კლასის ავტომობილები თუ მინივენები – Star Car-ში შენთვის სასურველ ნებისმიერი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას იპოვი. შედეგად კი შეძლებ, შენი სურვილისამებრ დაგეგმო მოგზაურობა – განახორციელო ბიზნეს ვიზიტი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოიარო ქვეყანა ან გაუმკლავდე რთულად სავალ გზებს. რაც მთავარია, Star Car-ის ავტოპარკი მუდმივად ახლდება ახალი მოდელებითა და სხვადასხვა მარკის მანქანებით.
ავტომობილების ჩამონათვალსა და ცალკეული მოდელების დეტალურ აღწერილობას კომპანიის ვებ-გვერდის ამ მისამართზე გაეცნობი: https://starcar.ge/en/cars. მათ დაჯავშნასაც ამავე პლატფორმაზე შეძლებ. გაითვალისწინე ისიც, რომ Star Car-ზე ჯავშნის ორი დღით ადრე გაუქმება სრულიად უფასოა.
გადახდის გამჭვირვალე სისტემა და ხელმისაწვდომი ფასები
Star Car მომსახურების ღირებულებას დეტალურად გაგაცნობს, რათა გზადაგზა აღმოჩენილი დამატებითი გადასახადებით გამოწვეული თავის ტკივილი აირიდო. ფასების ნახვას მანქანის დაჯავშნის დროს შეძლებ, შესაბამისად, შეგეძლება წინასწარ გაანაწილო ფინანსები ისე, რომ ავტომობილთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებზე აღარ იფიქრო.
ტექნიკურად გამართული ავტომობილები
რამ შეიძლება ჩაგაშხამოს მოგზაურობა ისე, როგორც ტექნიკურად გაუმართავმა ავტომობილმა. ამისგან თავის დაზღვევის უმთავრესი გზა კი მანქანის წინასწარ შემოწმებაა, რათა დარწმუნებული ვიყოთ მის უსაფრთხოებასა და გამართულობაში. Star Car-ის ყველა მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია, რადგან კომპანია ავტომობილების ტექდათვალიერებას ყოველი გაქირავების წინ უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომ Star Car თავის მომხმარებლებს უფასო ტექნიკურ და სხვა დამატებით მომსახურებებს სთავაზობს.
მანქანის დაქირავება აეროპორტებში
იმისათვის, რომ მოგზაურობა თავიდანვე სასიამოვნოდ დაიწყოს და არ იყო დამოკიდებული საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ტაქსებზე, Star Car-ის მანქანების დაქირავებას ან შენ მიერ დაჯავშნილი ავტომობილის მიღებას ნებისმიერ აეროპორტში შეძლებ. სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, ასევე, ქალაქ ქუთაისში მდებარე Star Car-ის ოფისში.
ასე რომ, თუკი გსურს ბოლომდე ისიამოვნო ახალი ადგილების აღმოჩენით, მიანდვეთ თქვენი მოგზაურობა Star Car-ს. კითხვების შემთხვევაში, დღე-ღამის ნებისმიერი მონაკვეთში დაუკავშირდით კომპანიის მხარდაჭერის გუნდს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
(R)