მოსკოვის ცენტრში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის საგარეო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მომხდრა ამბავს შემზარავს უწოდებს:
"მოსკოვის ხილვა ამ ღამეს შემზარავი იყო. ჩვენ თანავუგრძნობთ რუს ერს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულებისა და დაშავებულების გამო. ყველანაირი ძალისხმევის ფასად, უნდა დადგინდეს ამ საზარელი ფაქტის მიზეზები," - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 115 ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.