24 ივნისი 2026,   15:25
ვრცლად
ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მოქალაქეების წინააღმდეგ - პიტერ სტანო

მოსკოვის ცენტრში მომხდარ ტერაქტს ევროპელი მაღალჩინოსნები სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურნენ. ფაქტთან დაკავშირებით, ღრმა მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. როგორც ევროკავშირის ოფიციალური გვერდი წერს, ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მოქალაქეების წინააღმდეგ.

"ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მოქალაქეების წინააღმდეგ,"- წერს "ტვიტერზე" საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო.

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში - "კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. დაშავებულია 115 ადამიანი, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.

დღის ამბები