16 სექტემბერი 2026,   02:28
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

ნაწილობრივ შეზღუდვები მოქმედებს საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზეც. აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია

დღის ამბები