ავსტრია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს. ინფორმაცია ავსტრიულ გამოცემას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
საგარეო უწყებამ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენეციის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი "არასასურველ პირად" გამოცხადდა და მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
ავსტრიამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი თავის დიპლომატებს, შესაძლოა, სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდა.
რუსეთის საგარეო უწყებაში თქვეს, რომ ვენის "უსაფუძვლო გადაწყვეტილებას" შესაბამის პასუხს გასცემენ.