16 სექტემბერი 2026,   08:15
ვრცლად
აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართავენ - მათი თქმით, კომპანია "იანდექსი" კონკურენციის კანონით დადგენილ ნორმებს არღვევს

აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლებმა პროფკავშირებთან ერთად საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართეს. მათი განცხადებით, კომპანია "იანდექსი" კონკურენციის კანონით დადგენილ ნორმებს არღვევს.

მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ დადგენილი 20 პროცენტიანი საკომისიო საკმაოდ მაღალია, რის გამოც მათ დაბალ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა.

ისინი მონოპოლიაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ სხვა კომპანიებს ბაზარზე პოზიციონირება უჭირთ. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას უახლეს ვადებში დაიწყებს.

დღის ამბები