ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში პიკს აღწევს.
ალ-შიფას საავადმყოფოში, არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა.
პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. 5 ადამიანი დაიღუპა ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად. ისრაელის სამხედრო ქმედებებს თურქეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და ახლო აღმოსავლეთის ომს, პალესტინელების გენოციდი უწოდა:
"როგორ მივიღოთ სერიოზულად ისინი, ვინც უპასუხოდ ტოვებენ ათიათასობით ქალისა და ბავშვის სასტიკ მკვლელობას სირიიდან პალესტინამდე?! გეკითხებით, ოდესმე გსმენიათ, რომ მათ, ვინც მსოფლიოში ქალთა უფლებებზე აქტიურად საუბრობენ, ხმა აემაღლებინოთ 7 ოქტომბრის შემდეგ პალესტინაში მოკლულ 32 000-ზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე, ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე? ისრაელია ის, რომელიც მუდმივად ლექციებს უტარებს კაცობრიობას უფლებებისა და კანონის შესახებ. ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც თურქეთს ბოლო ანგარიშში აკრიტიკებენ, აქამდე ხმა არ ამოუღიათ. გსმენიათ თუ არა რაიმე განცხადებები ისრაელის ფარული და ღია მხარდაჭერის გარდა?" - აცხადებს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.