14 სექტემბერი 2026,   17:33
ვრცლად
თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა - დაიღუპა 1 ადამიანი

თბილისის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხრამში გადაიჩეხა. დაღუპული სატვირთოს მძღოლია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 6 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები