16 სექტემბერი 2026,   07:38
ვრცლად
ქიმწმენდის ობიექტების საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება აიკრძალება

ქიმწმენდის ობიექტებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია ქიმწმენდის საცხოვრებელ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში განთავსება.

განსაზღვრულია მათგან დაშორების მინიმალური მანძილიც - დიდი ქიმწმენდებისთვის, მინიმუმ, 100 მეტრი, მინიქიმწმენდებისთვის კი - მინიმუმ, 50 მეტრი.

მინიქიმწმენდისთვის, დასაშვებია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში განთავსება. ახალი რეგლამენტი ძალაში სექტემბრიდან შევა.

დღის ამბები