უკრაინაში ომი გრძელდება - დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება, დაშავდა 1 ადამიანი.
აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაშიც. გავრცელდა ინფორმაცია ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
ძლიერი აფეთქებები იყო, ღამით, ოკუპირებულ ქერჩში, რის შედეგადაც ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე, თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის, სულ 63 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას, ბრძოლის ველზე უკანასკნელი მოვლენები განიხილა, ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხრიდან, უკრაინის მხარდაჭერის პერსპექტივაზეც.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში, ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განიხილავენ, მაგრამ იწყებენ დისკუსიას, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად.