ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები. მიღებული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.
ღონისძიება მე-3 წელია იმართება და უკვე ტრადიციად იქცა. წელს ნამუშევრები იუსტიციის სამინისტროს 70-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.