17 სექტემბერი 2026,   09:42
ვრცლად
ავტორ-შემსრულებლები, გიგა კობალაძეს ცრუ ინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირებაში ადანაშაულებენ

ავტორ-შემსრულებლები, გიგა კობალაძის მიერ ცრუ ინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირებაზე საუბრობენ. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები დღეს მათ მიერ შექმნილ ახალ პლატფორმა IPOA-ში შეიკრიბნენ.

"ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია"  მედიას და საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს, მათი თქმით, ყალბი და უსაფუძვლო ნარატივი, რომელიც კობალაძის ბრალეულობების გადაფარვას ემსახურება.

ავტორ-შემსრულებლების თქმით, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ გაფლანგულია ხელოვანების კუთვნილი ჰონორარები, მილიონობით ლარი, GCA-ის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული, რომელმაც მისი ანგარიშები დააყადაღა.

დღის ამბები