16 სექტემბერი 2026,   08:26
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიამ" სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტთან ხელშეკრულება გააფორმა - სტიპენდიების მოპოვების შანსი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" სხვადასხვა სასწავლებლის ელექტრობის მიმართულების 20 წარმატებულ სტუდენტთან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია მათ სწავლის პერიოდში სტიპენდიას გადაუხდის.

სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს კომპანიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ბოლოს კი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

"გასაუბრების შემდეგ, სტიპენდიის დანიშვნას არ ველოდით, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ვეცდებით ჩვენს პროფესიაში წარმატებებს მივაღწიოთ. სტიპენდია ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ახალგაზრდას, რომ სწავლა გაიღრმაოს“, - ამბობს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ელექტრობის მიმართულების სტუდენტი ეკატერინე შველიძე.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და მოუწოდებენ გოგონებს, "აირჩიონ სინათლე" და ჩააბარონ ელექტრობის პროგრამებზე.

 

დღის ამბები