თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, ისნის რაიონის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერებინა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება და წარსული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიღებაა.