26 ივნისი 2026,   06:47
ვრცლად
The Insider: იტალიური კომპანიები რუსეთს იარაღს ისე აწვდიან, თითქოს არაფერი მომხდარა

როგორ ხვდება ევროკავშირიდან რუსეთში ცეცხლსასროლი იარაღი სანქციების გვერდის ავლით? - ამ საკითხს ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა The Insider-მა და IrpiMedia-მა. 

გამოცემები წერენ, რომ იარაღის წამყვანი მწარმოებლები იტალიაში, Beretta და CD Europe S.R.L, სანქციების მიუხედავად, აგრძელებენ რუსეთისთვის სნაიპერული იარაღის შაშხანების, პისტოლეტებისა და ამუნიციის მიყიდვას. 

რუსეთში ჰოლდინგ Beretta-ს პროდუქციის შეტანა, ხორციელდება ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას კუთვნილი კომპანიის შუამავლობით. 

ხუბუტიას ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იარაღით ვაჭრობის სფეროში არის „რუსკი ორიოლი,“ რომლის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის Beretta-ს. ჟურნალისტების თანახმად, ამ შვილობილი კომპანიის გზით შედის რუსეთში ევროპიდან იარაღი. სქემაში შუამავლად ჩართულია თურქული ფირმაც.

სულ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში შეიტანეს 835 ათასი ტყვია და ექვსი ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები, რომელთა ინფორმაციით, ამ გზით რუსეთში იმპორტირებულ იარაღს ყიდულობენ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები. ამასთან, ფინური მარკის, Beretta-ში შემავალი, Tikka-ს სნაიპერის შაშხანები რუსი სამხედროების მიერ გამოიყენება უკრაინის ფრონტზე.

დღის ამბები