დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილს მერს ცეცხლი ავტომობილით გადაადგილების დროს გაუხსნეს. გიორგი ტატულაშვილის მისამართით, სავარაუდოდ, ოთხჯერ გაისროლეს.
დმანისის ყოფილი მერი შემთხვევის დროს მარტო გადაადგილდებოდა. ამჟამად, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, პარალელურად მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა. მანქანას ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს პოლიცია დაედევნა, თუმცა ისინი სამართალდამცველების მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და მიიმალნენ.