20 სექტემბერი 2026,   09:47
ვრცლად
ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის - პენტაგონი

ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდს გზავნის,- ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

თავდაცვის უწყების ცნობით, ავიამზიდი USS Eisenhower განთავსდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კვირის დასაწყისში იქ გაგზავნილი კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდისა და სამხედრო ხომალდების მხარდასაჭერად.

"აშშ-ის ძალების რაოდენობის ზრდა არის სიგნალი, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევაკავოთ ნებისმიერი სახელმწიფო ან არასახელმწიფო აქტორი, ვინც ცდილობს ამ ომის ესკალაციას," -ნათქვამია ლოიდ ოსტინის განცხადებაში.

 

 

დღის ამბები