14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ბრალდებულის მამის თქმით, მისი შვილი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისი განმარტებით, მან არ იცის შვილი რატომ იყო მიმალვაში, ის ვარაუდობს, რომ მას უბრალოდ ეშინოდა.
დანაშაული სოფელ ლამბალოში მოხდა. არასრულწლოვანი 2 თვის გათხოვილი იყო. დაკავებულს არასრულწლოვანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.
პარალელურად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ქორწინების შესაძლო იძულების ფაქტზე.