08 სექტემბერი 2026,   14:34
ვრცლად
"რასაც "ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, მანიპულაციურია" - ირაკლი ჭეიშვილი

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ამ დრომდე გამოკითხულია 10 პირი, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობენ და ჯორბენაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.

გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, მისი ინტერვიუ გარეჯის თემაზე ლაზარე ჯორბენაძესთან ადასტურებს, რომ ჯორბენაძეს არც კონკრეტული მტკიცებულება და არც არანაირი დოკუმენტი არ აქვს. 

"ასავალ-დასავალის" თითქმის ყველა ნომერში გვხვდება სტატიები ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, რომლებშიც ავტორები და რესპონდენტები ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, დანაშაულის აღიარების მიუხედავად, მის გამართლებას ცდილობენ. ამ სტატიების უმრავლესობის წყარო სწორედ ლაზარე ჯორბენაძეა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ რასაც "ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, მანიპულაციურია.

"როდესაც ბრალი წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ თვითონ ითანამშრომლა და აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც მას წარუდგინეს და რისთვისაც ის იხდის სასჯელს. ეს არის პრობლემა, რომ "ასავალ-დასავალის" გასათეთრებელი არ უნდა დარჩეს ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერი განცხადება და მისი შეხედულებები. არც ეგ არის გამორიცხული, რომ თვითონ მისი ესე ვთქვათ გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც "ასავალ-დასავალი" აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური. ზოგადად, ის სენსიტიური თემები, რაც ჩვენ ქვეყანაში არის დავით გარეჯი და სხვა ნებისმიერი, რასაც ემოციურად აღიქვამს და უყურებს საქართველოს მოსახლეობა, რატომღაც ყოველთვის პედალირება მაგით ხდება და როცა პოლიტიკაში მოდიან ეს სენსიტიური თემებით, უნდათ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ", - ირაკლი ჭეიშვილი.

 

დღის ამბები