14 ივნისი 2026,   04:51
ვრცლად
9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე კაცი - ინფორმაციას "რადიო თავისუფლებას" შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში თვითმხილველთა გამოკითხვა მიმდინარეობს.

ინფორმაცია რუსთავში, 9 წლის ბიჭზე ფიზიკური ძალადობის შესახებ, სოციალურ ქსელში 5 ივლისს, თვითმხილველმა, რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.

ის წერდა, რომ 4 ივლისს, ძალადობის შემდეგ, გამოკითხვაზე დედასთან ერთად გადაყვანილ ბავშვს "დააწერინეს, რომ წაიქცა", არავის უცემია და შესაბამისად, საქმის წარმოება შეწყდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის მუხლით გამოძიება 5 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა.

გამოძიების თანახმად, 9 წლის ბიჭი მამინაცვლის მამამ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, არაერთი ადამიანის თვალწინ სცემა:

"მესამე სართულის აივანზე ვიყავი, გადავიხედე, ბავშვი ეგდო ძირს, კაცი ედგა თავზე და ურტყამდა წიხლებს," - უთხრა "რადიო თავისუფლებას" რუსკა მჭედლიძემ, რომელიც გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

დღის ამბები