ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მოაწერეს.