30 სექტემბერი 2026,   02:30
ვრცლად
თბილისის 32-ე საჯარო სკოლას, აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სახელი მიენიჭა

თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. საზეიმოდ გაიხსნა სკოლის აბრა და გმირების მემორიალური დაფა.

ბესარიონ კივილაძე 1993 წელს ბაბუშარას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.

ალექსანდრე თანდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

დღის ამბები