30 სექტემბერი 2026,   02:29
ვრცლად
იმერეთის მოსახლეობის 90 000 -მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

იმერეთის მოსახლეობის 90 000 -მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 

ამჯერად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს. 
 
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 10% უკვე შესრულებულია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. იმერეთის რეგიონის 15-ზე მეტ ლოკაციაზე 20-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აჭარბებს.
დღის ამბები