"გამარჯობა აფხაზეთო შენი"- ამ სახელწოდებით ქართული სიტყვის პირველი ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. ფესტივალი მხატვრული კითხვის კონკურსს მოიცავს, სადაც ახალგაზრდები მაყურებელს აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს აცნობენ. გარდა ამისა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებიც წარმოადგინეს. ცნობილია, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ის ყოველწლიურად გაიმართება.