01 ოქტომბერი 2026,   01:39
ვრცლად
დედაქალაქის მერმა საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის განკუთვნილი სტიკერები და QR კოდები რამდენიმე ტაქსის მძღოლს გადასცა

1-ლი ივნისიდან, A კატეგორიის ტაქსები საავტობუსე ზოლზე სიარულს შეძლებენ. სტიკერები დღეს დედაქალაქის მერმა ტაქსის მძღოლებს პირადად გადასცა.

ტაქსის რეფორმის ფარგლებში, 22 მაისადან ძალაში შევიდა ე.წ QR კოდით გადახდის ინოვაციური სერვისი, რაც მგზავრებს უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის გადახდის შესაძლობას აძლევს.

გადახდის სისტემა ტაქსის მძღოლებისთვის ნებაყოფლობითია.

" A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი ივნისიდან საავტობუსე ზოლებში იარონ. შესაბამისად, ეს სტიკერი იქნება მანიშნებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს ტაქსის სერვისით.

მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის QR კოდები გადაეცეთ უსასყიდლოდ. ეს გავაკეთეთ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვისაც შეიძლება სურვილი ჰქონდეთ ბანკით გადაიხადონ ტაქსის მომსახურება,"-აცხადებს კახა კალაძე.   

დღის ამბები