საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადისა და მისი ოჯახისთვის არ დაუშავებია მათ ბიოლოგიურ დედას. ამის შესახებ ის "ტვიტერზე" წერს.
გიორგი გამსახურდიას თქმით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხრიდან, აბსურდული სარჩელები არ წყდება.
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე, ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას", - წერს გიორგი გამსახურდია.