დასავლეთ საქართველოში უეფას სტანდარტის 5 სტადიონი გაიხსნება. უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება. თბილისის სტადიონების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და ოთხი ახალი, უეფას მე-4 კატეგორიის, საწვრთნელი და სათადარიგო სტადიონი აშენდა წყალტუბოში, ქობულეთში და ბათუმში.
სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რისთვისაც 100 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო.