30 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
ვაკის პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა

ვაკის პარკში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის დახვრეტილი წევრების მემორიალური კუთხე გაიხსნა.

კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილისა და სხვათა დახვრეტიდან, 100 წელი გავიდა.

მემორიალურ კუთხეში, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ჩართულობით, თბილისის მერიამ მოაწყო, განთავსებულია საინფორმაციო დაფა, ქვის ჯვარი და სასანთლე.

დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური კუთხე ყვავილებით შეამკეს

დღის ამბები