30 სექტემბერი 2026,   00:06
ვრცლად
"საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია" - პარლამენტთან აქცია გაიმართა

"საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია" - ამ სახელწოდებით პარლამენტთან, დღის ბოლოს, აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ გამოიწვია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაწვეს ვლადიმერ პუტინის სურათები.

დემონსტრაციის ბოლოს კი მათ Georgian Airways-ის ოფისთან გადაინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება.

დღის ამბები