მექსიკაში შეიარაღებული თავდასხმის დროს 10 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა - შემთხვევა ავტორბოლის შოუს დროს მოხდა. შეიარაღებული პირები მოედანზე მანქანიდან გადმოვიდნენ და მონაწილეებსა და მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნეს.
სხვა უწყებებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მუნიციპალური და სახელმწიფო პოლიცია, საზღვაო ქვეითები, სახანძრო სამსახური და მექსიკის წითელი ჯვარი მივიდა.
დეტალები დამნაშავეების ვინაობისა და მოტივის შესახებ უცნობია.