01 ოქტომბერი 2026,   07:22
ვრცლად
"არავის ეგონოს, რომ ნორმალური ამბავია ფრენების აღდგენა, ეს არის ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა" - რა ფორმით აპროტესტებენ მოსკოვიდან პირველ პირდაპირ რეისს საქართველოში

მოსკოვის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი სრულდება- Azimuth-ის თვითმფრინავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით ორი საათისთვის ელოდებიან.

პარტია "დროა" ამ რეისს საპროტესტო აქციით ხვდება. მონაწილეები ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, მოგვიანებით კი თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას დაიწყებენ.

"არავის არ ეგონოს, რომ ნორმალური ამბავი არის ფრენების აღდგენა. ასევე, დღეს საღამოს გაიმართება პარლამენტთან აქცია. ძალიან ბევრი პროტესტის სხვადასხვა გამოხატულება არის ამ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის არა უბრალოდ ფრენა, არამედ ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა," - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ირაკლი ღარიბაშვილმა პროტესტის შეფასებისას გაიხსენა, მათ შორის, ელენე ხოშტარიას 2012 წლამდე კომენტარები, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ლობირებდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს. გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის ლარსზე ტურისტებთან შეხვედრის ეპიზოდიც, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ იყო.

 ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები