30 სექტემბერი 2026,   03:21
ვრცლად
სტიქია სამეგრელოში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები

სტიქია სამეგრელოში. მდინარე რიონის ადიდების შედეგად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნასა და ზანათში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.

პრობლემის მოგვარებამდე, შვიდი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. უსაფრთხოების მიზნით, საძოვრებიდან პირუტყვი მძიმე ტექნიკით გამოიყვანეს. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.

დღის ამბები