ძლიერი ხანძარი თბილისში. თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შენობიდან მოხდა ადგილობრივების ევაკუაცია. დაშავებულები არ არიან.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ რუსთაველის გამზირზეც იგრძნობოდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.