30 სექტემბერი 2026,   03:22
ვრცლად
წალენჯიხაში საპროტესტო აქცია გაიმართა - მოსახლეობა სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაციას ითხოვს

სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, წალენჯიხის სოფელ ეწერ-ფერდში, საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. აქციის მონაწილეები, გზის რეაბილიტაციასაც მოითხოვენ.

შეკრებილებს წალენჯიხის მერის მოადგილე შეხვდა და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

დღის ამბები