02 ოქტომბერი 2026,   15:42
ვრცლად
"ერთი დღე ჯარში"- პროექტის ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტური პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ

„ერთი დღე ჯარში“- პროექტის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, ამჯერად, სტუდენტური პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ.

მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სტუდენტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ამასთან სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერეს, სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს.

დღის ამბები