02 ოქტომბერი 2026,   07:28
ვრცლად
რუსთავში, ბინაში კაცი გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, ბინაში გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

გარდაცვლილი სპორტსმენი ხუტა ქასოშვილია. ის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა

დღის ამბები