04 ოქტომბერი 2026,   14:03
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეხვედრა გამართა ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელთან. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.

განიხილეს საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ისაუბრა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კორუფციისა და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

დღის ამბები