04 ოქტომბერი 2026,   12:08
ვრცლად
''დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ'' - შალვა პაპუაშვილი

''დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ''- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების ვერშემდგარი დამხობიდან 1 წლის თავს.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს 4 ოქტომბრამდე, სადაც რევოლუციურ გეგმებზე საუბრობდნენ და ღიად აანონსებდნენ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას.

ხელისუფლების დამხობის მიზნით ოპოზიცია აქტივისტებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, ძალადობრივი მოვლენები კი ათონელის რეზიდენციასთან განვითარდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს.

დღის ამბები