29 ივნისი 2026,   01:39
ვრცლად
ნიდერლანდების სამეფოში ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. მემორიალური დაფის დიზაინის ავტორი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი დავით ხმალაძეა, ხოლო ინიციატივა ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს ეკუთვნის.

მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები