გოგებაშვილზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ახალი მასალა, კერძოდ, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ საბა გახოკიას, ვინჩესტერთან ერთად, ჰქონდა მეორე იარაღი და ის დაჭრის შემდეგ იყენებს ამ იარაღს.
ორმხრივი სროლის დროს ის ადგილზე გარდაიცვალა - საქმის ფარგლებში დაკავებულია გივი მარგველაშვილთან ერთად მყოფი პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. ოფიციალური ინფორმაციით, ინსპექტორი გივი მარგველაშვილის ნათესავს იცავდა, თუმცა იმ მომენტში სამიზნესთან ერთად იყო.
ასევე ოფიციალური ინფორმაციით, ინსპექტორს გაუფორმებელი იარაღი ჰქონდა, "კურიერმა" გაარკვია დაკავებული დაცვის ინსპექტორის ვინაობა- ის კახაბერ კამლაძეა.
კამლაძის ადვოკატი აცხადებს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალის გადაკვალიფიცირებისთვის მტიცებულებებს შეაგროვებს.
"ეს იყო თავდცვა, მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ბრალი გადაკვალიფიცირდება ეს არ არის 108-ე მუხლი,"- აცხადებს ადვოკატი.