თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს. უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. აქცენტი გაკეთდა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე.
სასწავლო ცენტრის დათვალიერებასთან ერთად, კანონმდებლები კინოლოგების, პირადი დაცვის და სპეციალური დანიშნულების ჯგუფის საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ.