შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ცვლილებები შინაური ცხოველების მეპატრონეების მიერ რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობის გაზრდას შეეხება.
ასევე, განიხილება ცხოველთა გამრავლებისა და გაყიდვის მონიტორინგი. ინიციატორები ამბობენ, რომ ცვლილების საჭიროება შინაური ცხოველების მხრიდან მომრავლებული აგრესიისა და ადამინების დაკბენის ფაქტების გაზრდამ გამოიწვია.
"ბოლო პერიოდში საკმაოდ მოხშირდა შეტყობინებები აგრესიისა და დაკბენის შესახებ. მიმდინარე წელს იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მუშაობა როგორც შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტზე, ასევე აღნიშნული 103-ე მუხლის კანონში ცვლილებებზე. ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი, გვქონდეს სია თუ ვინ აკეთებს ამ გამრავლების პროცედურებს, ვის აქვს ლიცენზირება," - აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი კობიაშვილი.