თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. ინცინდეტი თბილისის ცენტრში გუშინ დილით მოხდა. საკუთარ სახლთან დაჭრილია პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამჟმად ის მკურნალობას უკვე სახლში განაგრძობს.
რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის აღძრული.
ავტორი : მაია გრიგოლია