01 ოქტომბერი 2026,   00:22
ვრცლად
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2023 მონაწილეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ATM Dubai 2023 მონაწილეობს.

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. ATM Dubai 2023-ის გამოფენაში მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და თბილისის მერია. დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან.

გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური სტენდი, სადაც დამთვალიერებლებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

დღის ამბები