“რა არის ევროპა?” - ამ სახელწოდებით სემინარი ჩატარდა კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები. სემინარს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა.