02 ოქტომბერი 2026,   06:03
ვრცლად
ცესკოს ინფორმაციით, 10-ვე მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 12.19% მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ითქვა, რომ ამ დროისთვის 10-ვე მუნიციპალიტეტში, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.

"საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და აკეთებენ საკუთარ არჩევანს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი, შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში არ შეფერხდება ხმის მიცემის პროცესი, გაწერილი გვაქვს შესაბამისი ინსტრუქციები და როგორც საოლქო, ისევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა იციან, როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში," - აცხადებს ნათია იოსელიანი. 

დღის ამბები